Saturday, November 30, 2019

სოციალური პროექტი გადავარჩინოთ გარემო


                                სოციალური პროექტი-
             ,, გადავარჩინოთ გარემო დაბინძურებისგან“
პროექტის ხელმძღვანელი-სსიპ საგარეჯოს  მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საჯარო სკოლის მასწავლებელი     ნანული ავაქიშვილი
მონაწილეები- მოსწავლეები,მშობლები,
კლასი -პირველი
პერიოდი-01.10.2019- დან 01.10.2019
თემის აქტუალურობა-

გარემოს დაბინძურებით გამოწვეული პრობლემა აქტუალურობას არ კარგავს,რადგან ადამიანების დაუფიქრებლობით ხდება წყლის,ჰაერის,ბუნების დაბინძურება,რაც მავნე ზემოქმედებას იწვევს სოფლის მოსახლეობაზე.დაბინძურებული გარემო ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას,რისი ცოდნაც უმნიშვნელოვანესია მოსწავლეთა და მშობელთა ცნობიერების ამაღლებისთვის,მკაფიო წარმოდგენა შევუქმნათ იმის შესახებ,თუ როგორ უნდა მოექცნენ ბუნებას.რა დადებითი გავლენა აქვს ეკოლოგიურად სუფთა გარემოს ადამიანის ცხოვრებაზე.გარემოს დაცვის პრობლემა  არის ძალიან აქტუალური მთელ მსოფლიოში  და გულისხმობს ყველა იმ ღონისძიებას,რომელიც  მიზნად ისახავს ადამიანის და ბუნების სასიცოცხლო საფუძვლების მთლიანობაში შენარჩუნებას და გარემოს არსებული  დაზიანებების აღმოფხვრას.აქ წინა პლანზე დგას  ადამიანის მიერ გამოწვეული ზიანის შეზღუდვა  და გარემოზე ზემოქმედება.
     ამის გათვალისწინებით ძალიან აქტუალურია პატარებისა და ახალგაზრდობისათვის პასუხისმგებლობის,ტოლერანტობისა და გარემოზე ზრუნვის თვისების აღმოჩენა.ისინი  სამწუხაროდ საზოგადოებაში მაგალითს ნაკლებად  ხედავენ.ამიტომ სკოლამ აუცილებლად უნდა შეიტანოს თავისი  მნიშვნელოვანი წვლილი პიროვნებაში  ამ თვისებების განვითარების კუთხით. მართალია მოსწავლეებში ამ თისებების განვითარებას სასწავლო ესგ-ით გათვალისწინებული აქტივობები უწყობენ ხელს,მაგრამ მათ უნდა შეძლონ პრაქტიკული ქმედებების განხორციელება საზოგადოების იმ ნაწილთან ერთად,ვის მიმართაც აქვთ ნდობა,ასეთები კი მათი მშობლები არიან .ამიტომ დაიგეგმა სოციალური პროექტი კლასის მოსწავლეების და მათი მშობლების მონაწილეობით.
პროექტის მიზანი: 
განავითაროს მოსწავლეებში ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით გათვალისწინებული უნარ-ჩვევები;
ა)ქვეყნის ინტერესების და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება;
ბ)ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვა;
გ)კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან ;
პროექტის ამოცანები
პირველ ეტაპზე-მოსწავლეები ალაგებენ და ასუფთავებენ სკოლის მიმდებარე ტერიტორიას.
მეორე ეტაპზე- ასუფთავებენ სოფლის ახლომდებარე ტერიტორიას.
მესამე ეტაპზე- კომუნიკაციას ამყარებენ ადგილობრივ მოსახლეობასთან.
4) კლასის მოსწავლეები\მშობლები პროექტში ჩართავენ  ცხვა კლასის მოსწავლეებსა და მშობლებს.სკოლაში მოეწყობა პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების პრეზენტაცია.

განხორციელების გზები
1.პროექტის იდეის,მიზნისა და ამოცანების დამუშავება:
2)პროექტის  ეტაპებზე პასუხისმგებელი პირების შერჩევა;
3)ნერგებისა და სხვა მცენარეების შეგროვება;
4)აქტივობათა პრაქტიკული განხორციელება;
5)საბოლოო შეხვედრა-პრეზენტაცია,რომელსაც დაესწრებიან პროექტში მონაწილე პირები;
6)პროექტის შედეგებზე დაყრდნობით სკოლის ადმინისტრაციის,მასწავლებლებლებისა და მშობლებისთვის რეკომენდაციების შემუშავება;
მოსალოდნელი მოკლევადიანი შედეგები:
 მოსწავლეები დაინახავენ,რომ საზოგადოებრივი საქმე ყველასათვის მნიშვნელოვანია და აქ ყველა  ერთსულოვანი უნდა იყოს;იგრძნობენ პასუხისმგებლობას საკუთარი  წვლილის შეტანით თავიანთი თანამოქალაქეების დახმარების საქმეში; მშობლები მეტად ჩაერთვებიან  სასკოლო ცხოვრებაში,რითაც უფრო პროდუქტიული გახდება სკოლის და თემის თანამშრომლობა.

მოსალოდნელი გრძელვადიანი შედეგები:

პროექტი ხელს შეუწყობს პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე და შემწყნარებელი მოქალაქის ჩამოყალიბებას.
რესურსები:
ყვავილები, ერთჯერადი ხელთათმანები, ცელოფანის პარკები,თაბახის ფურცლები,მარკერები,ფოტოაპარატი,ვიდეოკამერა.

პროექტის შეფასება
შედეგი გაიზომება
გაზომვადი:
1.დარგული მცენარეების რაოდენობით
2.პროექტში მონაწილე მოსწავლეთა რაოდენობით;
3.პროექტში მონაწილე  მშობლების რაოდენობით;
დაკვირვებით: მონიტორინგის ჯგუფის მიერ  პროექტის  აფექტურ  მიმდინარეობაზე განხორციელებული მონიტორინგის  საფუძველზე.
 პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი-
შიდა მონიტორინგი-  მონიტორინგის ჯგუფი აკვირდება  სამივე ეტაბზე მიმდინარეობასა და შედეგს;
გარე მონიტორინგი- ადმინისტრაცია აკვირდება პროექტის მიმდინარეობასა და შედეგს;

შესაძლო რისკები:
შესაძლოა მშობელთა მონაწილეობის კუთხით პროექტის წარმატების გაზომვისათვის საჭირო რაოდენობამ არ გამოთქვას სურვილი პროექტში ჩართვის სურვილი.ამ შემთხვევაში დაიგეგმება დამატებითი ღონისძიებები  მათი მოტივაციის ასამაღლებლად.მაგ; ღია კარის დღეეები,გარემოს მოვლის აქტიური პროპაგანდის აქტივობები.
პროექტის კალენდარი
01.10.2019 -დან  01.11.2019 -მდე
აქტივობის დასახელება
1.პროექტის იდეის, მიზნისა  და  ამოცანების დამუშავება;
2.პროექტის ეტაპებზე პასუხისმგებელი პირების შერჩევა;
3.პროექტის მონიტორინგის ჯგუფის შერჩევა;
4.სკოლის ტერიტორიის დალაგება-დასუფთავება.
5.სკოლის ახლომდებარე ტერიტორიის დასუფთავება.
6.სოფლის ახლომდებარე ტერიტორიის დასუფთავება.
7.საბოლოო შეხვედრა - პრეზენტაცია.რომელსაც დაესწრებიან მშობლები და მოსწავლეები.სკოლის ადმინისტრაცია
8.პროექტის შეფასება- რეკომენდაციების შემუშავება




პროექტის რეფლექსია
პროექტის ავტორი: ნანული ავაქიშვილი

   პროექტის პირველ ეტაპზე დავადგინე მუშაობის პრიორიტეტები.შევადგინე მარტივი კითხვარი  რომელიც საშვალებას მომცემდა სოციალური აქტივობის მიმართ მოსწავლეთა და მშობელთა  დამოკიდებულებისა და განსახორციელებელი ამოცანების წარმოჩენას.მოსწავლეები მზად არიან მიიღონ მონაწილეობა  აქტივობის განხორციელებაში და ფიქრობენ მათაც შეუძლიათ უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა გარემოს გამწვანებასა და  დაცვაზე.გეგმაში მითითებულ ვადებში მოასუფთავეს დაგეგმილი ტერიტორიები.  ყველა ცდილობდა შესაძლებლობის ფარგლებში ეზრუნათ ეკოლოგიაზე.შეთანხმებული და ერთობლივი  მუშაობით შედეგი  თვალსაჩინო და გაზომვადი იყო.
სოციალური პროექტის მიზანი-განავითაროს მოსწავლეებში ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით გათვალისწინებული  უნარ-ჩვევები, ხელი შეუწყოს  მოქალაქეობრივი განცდის  მქონე ადამიანის ჩამოყალიბებას,გაზარდოს მშობლის  როლი სასკოლო ცხოვრებაში,შესრულებულია.პროექტის ყველაზე წარმატებული ნწილი პირველი და მეორე ეტაპი მიმაჩნია რადგან მათში ჩართულობა იყო ძალიან მაღალი და იგრძნობოდა აშკარა კმაყოფილება. პროექტი მოიწონეს და მსგავსი აქტივობის განხორციელების სურვილი სხვა კლასის მოსწავლეებსაც გაუჩნდათ.კლასის მშობლების დაინტერესება სასკოლო ცხოვრებით მათი შვილების საზოგადოებრივი ცხოვრებაში ჩართულობით გაიზარდა რაც იმედს მაძლევს რომ ისინი მომავალშიც ითანამშრომლებენ სკოლასთან.
    რას შევცვლიდი-           უმჯობესი იქნებოდა თუ  პროექტი დაიგეგმებოდა პარალელური კლასის მოსწავლეთა და მშობელთა მონაწილეობით. ჩემი კლასის მშობლები უფრო მეტად დაუკავშირდებოდნენ სკოლის თემს, რაც უფრო ეფექტურს გახდიდა მას.
    პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ყველა აქტივობა შეუფერხებლად განხორციელდა.შესაბამისად არაფერი შეცვლილა.


No comments:

Post a Comment