Saturday, November 30, 2019

სოციალური პროექტი იცხოვრე ჯანსაღი ცხოვრებით


                                     სოციალური პროექტი-
                         ,, იცხოვრე ჯანსაღი ცხოვრებით“
ავტორი:     სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის              საჯარო სკოლის I კლასის მასწავლებელი   ნანული ავაქიშვილი
კლასი: I
პერიოდი:04. 11. 2019- 02.12.2019წ

თემის აქტუალობა:
    დღეს ძალიან გახშირდა არაჯანსაღი ცხოვრებითა და არაჯანსაღი საკვებით ცხოვრება. განსაკუთრებით ეს პრობლემა შეიმჩნევა სკოლის მოსწავლეებში, რომლებიც მართლაც იკვებებიან ისეთი საკვებით, როგორიცაა ჩიპსები, სხვადასხვა იაფასიანი გაზიანი სასმელები, მზა სწრაფი კვების პროდუქტები და ა.შ.  მოსწავლეთა უმეტესი ნაწილი არ არის დაკავებული სპორტით, არ ვარჯისობს, პასიურობენ სასკოლო და სარაიონო სპორტულ შეჯიბრებებში,   არ ფლობენ სატანადო ინფორმაციას მოზარდთა ჰიგიენაზე. ამიტომ, გადავწყვიტეთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად სწორედ  პირველი კლასიდანვე დაგვეწყო ზრუნვა და გაგვეხორციელებინა პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის მომავალ თაობას ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრონ და იცოდნენ მისი ფასი. აღნიშნული პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების საშუალებით მოსწავლეები გაიაზრებენ ჯანსაღი ცხოვრების წესის სიკეთეს, მეტი ინფორმაცია ექნებათ და გააკეთებენ არჩევანს ჯანსაღ, ჯანმრთელობისთვის ,სასარგებლო და გენმოდიფიცირებულ, ჯანმრთელობისტვის საზიანო პროდუქტებს შორის. გაიზრდება მოსწავლეთა მოტივაცია სპორტის სხვადასხვა სახეობებში.

პროდუქტების   მიზანი:
·        პროექტის მიზანშია მოზარდებმა შეძლონ  ჯანსაღი დღის რეჯიმის  დაგეგმვა და პოპულარიზაცია.
·         გაიაზრონ ჯანსაღი საკვების მნიშვნელობა, არა მარტო თვითონ თქვან უარი ჩიპსებზე და გაზიან სასმელებზე, არამედ განახორციელონ თანატოლებში საინფორმაციო- საგანმანათლებლო კამპანია.
·        მოსწავლეებმა იზრუნონ სუფთა და ჯანსაღი გარემოს შექმნაზე და შენარჩუნებაზე.
·        მოსწავლეებმა გაიაზრონ თუ რა მნიშვნელობა აქვს სპორტს ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის.


       რა ღონძიებები გატარდება  აღნიშნული მიზნის მისაღწევად:
1.     მოზარდისთვის ჯანსაღი საკვების და კვების რეჯიმის მნიშვნელობა-სკოლის ექიმის კონსულტაცია.
2.     ,,არა გენმოდიფიცირებულ და ჯანმრთელობისთვის საშიშ და მავნე პროდუქტებს“
გამოფენა-აქციის ჩატარება. აქციისთვის მოსწავლეთა ჯგუფის მიერ პროგრამა pover point-ში სლაიდ- შოუს მომზადება. ჯგუფებად დაყოფილი მოსწავლეები ორი კვირის განმავლობაში მიცემულ დავალებას პრეზენტაციის სახით წარმოადგენენ.
3.     ,,ჯანმრტელობისთვის მავნე ნივთიერებებს დავუპირისპიროთ ჯანსაღი ცხოვრების წესი და სპორტი“ მოსწავლეებს ესაუბრება კითხვა-პასუხის რეჯიმში სკოლის დირექტორის მოადგილე, სკოლის ექიმი და ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული ორგზის ჩემპიონი ჭიდაობაში ირაკლი კუპატაძე.
4.     მინი შეჯიბრის მოწყობა უმცროსკლასელთა შორის  მკლავჭიდში და გამარჯვებულის წარდგენა.
5.     მოსწავლეთა ნახატების გამოფენა თემაზე: ,,ჯანსაღი ცხოვრების წესი“

პროექტის პარტნიორები:
·        სკოლის დირექტორი
·        მოსწავლეები
·        სკოლის ექიმი
·        სასკოლო საზოგადოება

პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
კომპიუტერი, პროექტორი, სლაიდები, ინტერნეტი, თაბახის ფურცლები, მარკერები.

დანართი1.
კითხვარი მოსწავლეთათვის:
1.     ხართ თუ არა დაკავებული სპორტის რომელიმე სახეობით?
2.     ხართ ტუ არა ინფორმირებული სწორი კვების რეჯიმის შესახებ?
3.     იცავთ  თუ არა სწორი კვების რეჯიმს?
4.     იცით თუ არა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და საზიანო საკვების შესახებ?


დანართი 2.
აქტივობების ამსახველი ფოტომასალები დანართის სახით პროექტს თან ახლავს.






                პროექტის  რეფლექსია
02. 12.2019 წელს სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საჯარო სკოლაში პროექტის,, იცხოვრე ჯანსაღი ცხოვრებით“ პრეზენტაცია გაიმართა. უმცროსკლასელი ბავშვების მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ ცხადყო, რომ მოსწავლეები ნაკლებ ინფორმირებულები არიან ცხოვრების ჯანმრთელი წესის შესახებ,მოსწავლეთა უმრავლესობისთვის პრობლემას წარმოადგენს მათ შორის დამკვიდრებული არაჯანსაღი ცხოვრების წესი , რაც გამოიხატება იმაში, რომ მათ დარღვეული აქვთ კვების რეჯიმი და ხშირად ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების ნაცვლად მიირთმევენ უხარისხო, ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებების შემცველ პროდუქტებს. დიდი მნიშვნელობა აქვს სუფთა გარემოს შენარჩუნებას, რაც კიდევ ერთი დიდი პრობლემაა, ამიტომ გადავწყვიტეთ აღნიშნული პროექტის განხორციელება.
     პროექტის ფარგლებში დასახული მიზნების მიღწევა მოხერხდა. ყველა აქტივობა წარიმართა გეგმის შესაბამისად. მოსწავლეებთან ერთად შევქმენით ჯანმრთელი კვების რაციონის ამსახველი სლაიდები, დახატეს ჯანსაღი ცხოვრების ამსახველი სურათები. ისინი სკოლის კედლებზე განათავსეს.
     პროექტის პრეზენტაციის დასაწყისში მოსწავლეებმა უყურეს კვების ამახველ სლაიდებს. შემდეგ აღწერეს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და საზიანო პროდუქტების ჩამონათვალი.
     სკოლის ექიმმა, ია გურგენიძემ მოსწავლეებს ესაუბრა ჯანსაღი ცხოვრების ჩვევებზე, პირადი ჰიგიენის დაცვის აუცილებლობაზე.
     პროექტი მორგებული იყო სპორტის სიკეთეზე და აუცილებლობაზე. შეხვედრა გვქონდა ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულთან ევროპის სამგზის ჩემპიონთან ირაკლი კუპატაძესთან. მან მოსწავლეებს ესაუბრა სპორტის სიკეთეზე.
       მოსწავლეებმა გაიაზრეს ჯანსაღი კვებისა და სპორტის მნიშვნელობაზე ადამიანისა და საზოგადოების კეთილდღეობისთვის.


No comments:

Post a Comment