Saturday, November 30, 2019

სოციალური პროექტი სუფთა წყალი სიცოცხლეა


                                  სოციალური პროექტი-
                     ,,სუფთა წყალი სიცოცხლეა“
ავტორი:სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საჯარო სკოლის მასწავლებელი      ნანული ავაქიშვილი

მონაწილეები:კლასის მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები.
კლასი:    I
პერიოდი:25.09.2019 წ -დან-10.10.2019 წ-მდე

თემის აქტუალობა:
     წყალი ერთ-ერთი ელემენტია იმ ოთხთაგან( მიწა, წყალი, ცეცხლი, ჰაერი) რისგანაც შედგება სამყარო. ჩვენი პლანეტის თითქმის 2/3 წყალს უჭირავს.რაც შეეხება ადამიანის ორგანიზმში წყლის რაოდენობას: მოზრდილებში იგი აღემატებს 60%, ხოლო მოზარდებში-70%-ს.
    სწორედ ამის გამოა, რომ უწყლოდ ადამიანს მხოლოდ რამდენიმე დღე შეუძლია გაძლება, რომ იცოცხლოს. მასინ როცა ადამიანს საკვების გარეშე 40 დღე შეუძლია იცოცხლოს. წყალი სიცოცხლის აუცილებელი პირობააა, რის გარეშეც სიცოცხლე ვერ იარსებებდა დედამიწაზე.
     ადამიანს 2 ლიტრამდე წყალი სჭირდება დღეში. ხარისხიანი სუფთა წყლის მიღების შემდეგ ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. თავს ბედნიერად გრძნობს და და კარგად გამოიყურება.


 პროექტის მიზანი-
მოსწავლეებში განავითაროს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით გათვალისწინებული უნარ-ჩვევები, ხელი შეუწყოს მოქალაქეობრივი განცდის მქონე ადამიანის ჩამოყალიბებას, გაზარდოს მშობლის როლი სასკოლო ცხოვრებაში. მოსწავლეთა დაინტერესება იყოს მაღალი და მოტივირებული. მოსწავლეებმა გაიაზრონ წყლის სარგებელზე და იზრუნონ წყლის სისუფტავის დაცვაზე, ასევე სხვასაც მიუთითონ მის სისუფთავეზე.

რა ღონისძიებები გატარდება აღნიშნული მიზნის მისაღწევად:
1.     მოზარდისტვის სუფთა წყლის მიღებას მნიშვნელობის გაცნობიერება( ვიდეო ფილმის ყურება-,, სუფთა წყალი ჩვენს ირგვლივ“)
2.      უარი გამოვუცხადოთ ხხების ჭრას, რაც განაპირობებს სასმელი წყლის გაქრობას, წყლის სათავეში წყლის გაქრობას.
3.     მპოსწავლეები თანამონაწილეები გახდნენ წყლის სისუფთავის დაცვაში და აიძულონ ცხვებიც რომ მათ მიბაძონ,
4.      თვითონ იყვნენ ამ ქმედების მაგალითები.
5.     ჩავრთათ სოფლის მოსახლეობა წყლის სისუფთავის დაცვაში.


პროექტის პარტნიორები:
სკოლის ადმინისტრაცია
მოსწავლეები
სოფლის თემი
მშობლები

პროექტისთვის საჭირო რესურსები:
კომპიუტერი, პროექტორი, სლაიდები, ინტერნეტი, თაბახის ფურცლები.



 დანართი  1.
 კითხვარი მოსწავლეებისთვის:
1.     გიყვარს თუ არა სუფტა წყალი?
2.     გაძლებთ თუ არა წყლის გარეშე?
3.      იცით თუ არა წყლის დანიშნულება, როგორც სიცოცხლისათვის აუცილებელი წყარო?
4.     იცით თუ არა რომ ადამიანის ქმედებაზეა დამოკიდებული წყლის რაოდენობისა და ხარისხის არსებობა?





                                    რეფლექსია
პროექტის ავტორი: ნანული ავაქიშვილი
    პროექტის პირველ ეტაპზე დავადგინე მუშაობის პრიორიტეტები, შევადგინე მარტივი კითხვარები, რომელიც საშუალებას მომცემდა სოციალური აქტივობის მიმართ მოსწავლეთა და მშობელთა დამოკიდებულებას განსახორციელებელი ამოცანების წარმოსაჩენად. მოსწავლეები სოციალური აქტივობის განსახორციელებლად მზად არიან, მიეჩვივნენ,რომ ამ თვალსაზრისით მათაც შეუძლიათ უშუალოდ მიიღონ მონაწილეპობა წყლის სისუფთავის დაცვაში. მითითებულ ვადებში დაათვალიერეს წყაროს მიმდებარე ტერიტორია. ყველა მიხვდა რომ შესაძლებლობის ფარგლებში ეზრუნატ სოფლის ეკოლოგიაზე.  შეთანხმებული და ერთობლივი მუშაობის შედეგი თვალსაჩინო იყო.
   დავალაგეთ სათავის ტერიტორია, მოსწავლეები სიხარულით მონაწილეობდნენ აქტივობაში.  მოხარულები იყვნენ მშობლების მონაწილებით და სთხოვდნენ კიდევ მიეღოთ სხვა დროს მსგავს სასკოლო პროექტის მუშაობაში მონაწილეობა.
   პროექტი მოიწონეს და მსგავსი აქტივობა განახორციელეს სხვა კლასებმაც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იგი იყო წარმატებული. კლასის მშობლების დაინტერესება სასკოლო ცხოვრებით, მათი შვილების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობით გაიზარდა. იმედია მომავალშიც ითანამშრომლებენ  სკოლასთან.
  პროექტის მიზანია- მოსწავლეებში განავითაროს ეროვნული მიზნებით გათვალისწინებული უნარ-ჩვევები. ხელი შეუწყოს მოქალაქეობრივი განცდის მქონე ადამიანის ჩამოყალიბებაში.
   რას შევცვლიდი-- უმჯობესი იქნებოდა ეს პროექტი სხვა კლასის მოსწავლეებთან დაგეგმილიყო.  მათი ურტიერტდაკავშირების ეფექტურობისთვის.
       პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ყველა აქტივობა შეუფერხებლად განხორციელდა დროში.


No comments:

Post a Comment